მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც Armenpress-ს განუცხადეს პრემიერ-მინისტრის აპარატში, მხარეებმა განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები და რეგიონული საკითხები.

საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას.

ნახეთ მეტი
Back to top button