მთავარიპოლიტიკა

წვრთნები ერევანსა და ბაქოს შორის არსებულ დაძაბულობას არ უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი

აშშ-ისა და სომხეთის ჯარების ერთობლივი წვრთნები ჩვეულებრივი ხასიათისაა და საერთო არაფერი აქვს ერევანსა და ბაქოს შორის არსებულ დაძაბულობასთან. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

წვრთნებზე მოსკოვის პასუხზე კომენტირებისას მან აღნიშნა: „ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ბოლო წლებში შეიჭრა მეზობლების ტერიტორიაზე, მან თავი უნდა შეიკავოს რეგიონის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ლექციებისგან.

მისი თქმით, აშშ სომხეთთან უსაფრთხოების სფეროში 2003 წლიდან თანამშრომლობს. მან ბოლო წვრთნებს უწოდა “რეგულარული ვარჯიშები, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული სხვა მოვლენებთან”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ 10-დღიან სამხედრო წვრთნებში „არწივი პქრტნიორი-2023“ 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლების მიზანია სომეხი სამხედროების მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის. ისინი ტარდება ორ სტადიონზე, დედაქალაქ ერევნის მახლობლად.

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში. პესკოვის თქმით, სამხედრო წვრთნები სომხეთსა და აშშ-ს შორის ხელს არ უწყობს  რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას და ურთიერთნდობის განმტკიცებას.

ნახეთ მეტი
Back to top button