პოლიტიკა

გაერო აზერბაიჯანთან ფლირტს აგრძელებს

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რამდენიმეთვიანი ბლოკადასთან ერთად აგრძელებს შექმნილი ვითარების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას. ამ კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიაში ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟენევაში  გაეროს ისტორიულ შენობაში “აზერბაიჯანის” ოთახის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ოფისის გენერალურ დირექტორთან ტატიანა ვალოვასთან ერთად.

როგორც აზერბაიჯანული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ბაირამოვი და ვალოვაია ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „აზერბაიჯანული ოთახი ძალიან სასარგებლო ინვესტიციაა გაეროს ჟენევის ოფისის ეფექტური მუშაობისთვის“.

გაერო, რომლის წარმომადგენლებს არც კი უცდიათ მთიან ყარაბაღამდე მისვლა და საკუთარი თვალით დანახვა, თუ რა ხდება, ნაცვლად იმისა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ აგრესორის შესაკავებლად, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ  ბლოკადა და დამნაშავე მიეყვანათ სამართალში, აგრძელებს მასთან ფლირტს. რითაც ფაქტიურად ახალისებს მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button