მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გამოუგზავნა  –  საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანის  მხარე გამოეხმაურა სომხური მხარის წინადადებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ახალი წინადადებები წარადგინა. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა ხელშეკრულების მეხუთე ინტერპრეტაცია ურთიერთობების მოწესრიგებისა და მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების შესახებ. ჩვენი ჯერი იყო ამის გაკეთება და ჩვენ ეს გავაკეთეთ. 12 სექტემბერს ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი წინადადებები აზერბაიჯანული მხრიდან.

არის პროცესი, არის დისკუსია. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში პირისპირ მოლაპარაკებები არ ყოფილა. „სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც მხარეთა პოზიციები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არიიან  ერთმანეთისგან“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button