საზოგადოება

მოწმდება ინფორმაცია სომხეთში „ვაგნერის“ მებრძოლთა დიდიდ რიცხვის ჩამოსვლის შესახებ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს ინფორმაციას ვაგნერის სომხეთში დიდი რაოდენობით მებრძოლების ჩასვლის შესახებ.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის აგნესა ხამოიანის კითხვაზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახური „ვაგნერელებს“ ეძებს.

„სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან უპასუხონ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. რამდენადაც ვიცი, ასეთი პუბლიკაცია იყო ტელეგრამის არხებზე. გამოქვეყნებულ ინფორმაციას თავისი იურისდიქციის ფარგლებში ამოწმებს უსაფრთხოების სამსახური, აქ   არაფერია უჩვეულო“, – განაცხადა მან.

დეპუტატის კითხვაზე, ეშინია თუ არა ფასინიანს იმის,  რომ რუსეთის ფედერაციამ შეიძლება მოახდინოს რევოლუცია სომხეთში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ სომხეთში რევოლუცია მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის  ხალხს შეუძლია მოახდინოს და მათმა  ეს რევოლუცია უკვე მოახდინეს.

„ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სომხეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლების დიდი რაოდენობაა ჩასული და ადგილობრივი ძალების მხარდაჭერით ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button