მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ტერიტორიაზე დერეფანი არ იგეგმება, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია  –  ფაშინიანი

სომხეთი მზადაა და დაინტერესებულია რეგიონული კომუნიკაციების გახსნით, მაგრამ ნებისმიერი მისწრაფება, განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სომხეთის სუვერენიტეტსა და იურისდიქციას, არის წითელი ხაზი სომხეთის მთავრობისთვის.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა, რომ სომხეთი არ არის წინააღმდეგი ჰორადის-მეღრი-ორდუბად-იერასხის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნისა, პირიქით, მომხრეა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტად მიაჩნია.

„წინააღმდეგი ვართ თუ არა რეგიონში სატრანსპორტო გზების გახსნის?  –  ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი.  ვართ თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე რეგიონული გაზსადენების, ნავთობსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების გავლის წინააღმდეგ? არა, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, გვაინტერესებს ეს პროგრამები. და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს როგორც სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში, ასევე სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ყველა ამ პროექტის მომხრე ვართ, არამედ ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული ამ პროექტების განხორციელებით. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ან იურისდიქციას. ჩვენთვის ეს არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ წითელი ხაზიცაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button