მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვერ დავამყარებთ იმედს რუსეთზე, რომ ის ჩვენ დაგვიცავს  – სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა გაზეთ POLTICO-ს

უკრაინის კონფლიქტი გვიჩვენებს, რომ სომხეთი ვეღარ დაეყრდნობა მოსკოვს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, იმ შემთხვევაშიც  კი, როცა აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის განმეორების  საფრთხე არსებობს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გაზეთის ცნობით, ფაშინიანის მწვავე კრიტიკა რუსეთის უუნარობის გამო კავკასიაში პოლიციელის როლის შესახებ მხოლოდ აძლიერებს განცდას, რომ კრემლი კარგავს თავის გავლენას და არ აქვს ოდესღაც ზესახელმწიფოს სტატუსი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც მოსკოვი ოდესღაც თავის სფეროდ თვლიდა.

POLITICO-ს თანახმად, იმედგაცრუება ერევანში შეიძლება იყოს მთავარი შემობრუნება 2,8 მილიონიანი ქვეყნისთვის, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს თავისი რკინიგზის, ენერგეტიკული სექტორის და საზღვრების კონტროლიც კი გადასცა. 2020 წელს სომხეთი 44-დღიან ომს აწარმოებდა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აზერბაიჯანული ძალების ძწინააღმდეგ,  კონფლიქტის შედეგად  თითოეული მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა და რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც რუსეთი სრულად არის ჩართული უკრაინასთან ომში, ერევანში იზრდება შიში იმის შესახებ, არის თუ არა რუსული არმია მზად ან შეუძლია კი,  შეინარჩუნოს მშვიდობა კავკასიაში?  ეს არის მნიშვნელოვანი შეშფოთება, რადგან არსებობს ყველა საფრთხე იმისა, რომ სომხეთმა შესაძლოა განაახლოს ომი  აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები“, – თქვა ფაშინიანმა და აღიარა, რომ მოსკოვი ცდილობს თავიდან აიცილოს აზერბაიჯანისა და მისი ახლო მოკავშირე თურქეთის გაუცხოება, ორივე მათგანი კრემლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო უკრაინის ომამდე.

„ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. ჩვენ გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, რომ არ აღმოვჩნდეთ კონფლიქტების ცენტრში დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის… არ უნდა დავუშვათ, რომ სომხეთი გახდეს “პროქსი”.  ეს მიუღებელია. როცა პრობლემები გვაქვს მეზობლებთან და უნდა მოვიწვიოთ სხვები, რომ დაგვიცვას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან ისინი, არის მეტად საშიში  მოდელი“, – ციტირებს პრემიერ-მინისტრს POLITICO.

ნახეთ მეტი
Back to top button