მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანული ჯარების დაგროვების ფონზე სომხეთის პრემიერი არ გამორიცხავს ახალი ესკალაციის  შესაძლებლობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობას, სომხეთთან საზღვარზე და მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული ჯარების დაგროვების გათვალისწინებით. ამ თემას ფაშინიანი POLITICO Europe-სთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვრის გასწვრივ დაიწყო ჯარების დაგროვება, სომხეთის რესპუბლიკამაც უნდა მიიღოს გარკვეული ზომები თავდაცვის მიზნით. „მაგრამ ვფიქრობ, რომ სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიას, რომელიც ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას საზღვრის გასწვრივ, შეუძლია დააფიქსიროს, რომ სომხეთის რესპუბლიკას საერთოდ არ აქვს ესკალაციის განზრახვა და სწორედ აზერბაიჯანმა დაიწყო ჯარების განლაგება  სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან საზღვრამდე საკონტაქტო ხაზის გასწვრივ. ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ, ესკალაციის სცენარის გამორიცხვა შეუძლებელია და მისი ვარიანტია გამოყვანილი  ჯარების მუდმივ მდებარეობებზე დაბრუნება და სომხეთი მზად არის ასეთი ნაბიჯისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button