საზოგადოება

მიმდინარეობს სომხეთ -ამერიკის სამხედრო წვრთნები

აშშ-ის საელჩო სომხეთში მიესალმება მე-10 სამთო დივიზიის მეთაურს გენერალ-მაიორ გრეგორი ანდერსონს და აშშ-ს არმიის ევროპისა და აფრიკის არმიის შტაბის უფროსის მოადგილეს ბრიგადის გენერალს პატრიკ ელისს, – ნათქვამია  სომხეტში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.  მაიორმა  ანდერსონი   და ბრიგადის გენერალი ელისი ელჩ ქვინთან  ერთად ეწვივნენ  სასწავლო ცენტრ „ზარ“-ს, სადაც დააკვირდნენ   სამხედრო სწავლებას „პარტნიორი არწივი“.

„პარტნიორი  არქივი“ სამშვიდობოების სწავლებაა, რომელიც სომხეთში  ამა წლის 11-20 სექტემბერში მიმდინარეობს. სწავლებაში მონაწილეობენ 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.  

„სწავლება „პარტნიორი არწივი“ არის სომხეთთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის მოწმობა, რომლის საფუძველს წარმოადგენს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და სამშვიდობო სფეროებში, რაც განსაკუთრებით გამოიხატა სომხეთის მიერ კანზასის ეროვნულ გვარდიასთან დაკავშირებულ მჭიდრო ურთიერთობებში. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (მინისტრის) სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში„- აღნიშნა ელჩმა ქვინმა.

„ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობის კავშირები სომხეთთან. შეერთებულმა შტატებმა თანმიმდევრული მხარდაჭერა გაუწია სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და სამშვიდობო საქმიანობა“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.

ნახეთ მეტი
Back to top button