მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი აფრთხილებს, რომ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც “Armenpress”-ი იუწყება, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსული ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ასკერანის გავლით მთიან ყარაბაღში შევიდა, ვითარებაზე თვალსაჩინო გავლენას ვერ მოახდენს. სომხეთისა და საფრანგეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი, 22 სატვირთო მანქანაში, ჯერ კიდევ ელოდება მთიან ყარაბაღში შესვლის შესაძლებლობას, ლაჩინის დერეფანიდან არც თუ ისე შორს, კორნიძორთან. კიდევ ერთი, უფრო დიდი ოდენობის ტვირთი მიმდებარე ტერიტორიაზეა“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს მოწოდებებს, მოიხსნას ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება. „მიმდინარეობს ყველა შესაძლო დიპლომატიური ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის შემოსვლა და შემდგომი მიწოდება მთიან ყარაბაღში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები სრულად არიან ჩართულნი ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეიქმნება ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის სანდო საერთაშორისო მექანიზმი და მხარს ვუჭერთ  სტეფანაკერტელ  პარტნიორებს, ჩაერთონ ასეთ დიალოგში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button