საზოგადოება

სომხეთში ქალები 2024 წლის ზამთრის გაწვევაში  მიიღებენ მონაწილეობას

სომხეთში სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის 2024 წლის ზამთრის გაწვევაში მონაწილეობას ქალები ნებაყოფლობით შეძლებენ, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ზამთრის გაწვევისთვის მზადყოფნა დაავალა.

“რას ნიშნავს ნებაყოფლობითი და სავალდებულო?” ნებისმიერ მოქალაქე ქალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება 6 თვიანი ვადიანი სამსახურის შესახებ და დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. მაგრამ ჩარიცხვის შემდეგ 6 თვიანი სამსახური ხდება სავალდებულო. სამსახურებრივი მოვალეობის დასრულების შემდეგ ქალები, რომლებმაც გაიარეს სამსახური, მიიღებენ 1 მილიონ დრამს. ამით ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ქალების ჩართულობის დონე შეიარაღებულ ძალებში, შევქმნათ ქალების ჩართულობის ახალი სფერო, სადაც მათ შეუძლიათ სრული სამუშაო კარიერა შექმნან. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ შეუძლიათ საკონტრაქტო სამსახურში წასვლა“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა დაავალა, სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და გახსოვდეთ, რომ ჯარში არ არიან არც კაცები და არც ქალები, ჯარში არიან სამხედროები.

ნახეთ მეტი
Back to top button