მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სომხების ევაკუაციის შესახებ დისკუსიებს სახიფათოდ მიიჩნევს და ირწმუნება, რომ დღის წესრიგში მსგავსი საკითხი არ დგას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. პრემიერი სახიფათოდ მიიჩნევს ასეთი საკითხის განხილვასაც კი, რადგან, მისი თქმით, მთიანი ყარაბაღიდან ხალხის გასვლაზე საუბარი მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკურ წმენდასა და დეპატრიაციაზე დათანხმებას ნიშნავს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა POLITICO Europe-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვიცი, რომ ასეთი ჭორები ვრცელდება. რა თქმა უნდა, ვხვდები ვის მიერ, მაგრამ მთიანი ყარაბაღიდან გამოსვლაზე საუბარი ნიშნავს მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკურ წმენდასა და დეპატრიაციაზე დათანხმებას, რადგან ეს ხალხი საკუთარ სახლებში ცხოვრობს. ხვდებოდით, რომ როცა ეთნიკურ წმენდაზე ვსაუბრობთ, ეთნიკური წმენდის ინსტრუმენტმა აუცილებელი არ არის გაანადგუროს ყველა ადამიანი.  ნებისმიერ გენოციდს ორი ნაწილი აქვს. ერთი ნაწილი ხოცვა-ჟლეტაა, მეორე ნაწილი დეპორტაცია. პირველ რიგში გეტყვით, რომ ასეთი თემა დღის წესრიგში არ არის. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები ძალიან მკაფიოდ ამბობენ, რომ ხალხს, მთიანი ყარაბაღის სომხებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ საკუთარ სახლებში, მთიან ყარაბაღში, შიშისა და დევნის გარეშე, ღირსეული, უსაფრთხო და წარმატებული ცხოვრებით. “, – განაცხადასომხეთის  პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button