სპორტი

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

Netgazeti.ge წერს, რომ ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია. ქართველი ძალოსანი საუდის არაბეთის დედაქალაქ ალ-რიადში გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სპორტსმენმა ატაცში 220 კგ დაძლია, აკვრაში კი — 253 კგ. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 473 კგ დააფიქსირა და ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

საერთო ჯამში, ტალახაძემ ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button