პოლიტიკა

მარუქიანი: თავად ალიევი აღიარებს, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ არ არსებობს

  არაერთი შემთხვევაა, როცა ბაქო დებდა შეთანხმებას საკომუნიკაციო არხების გახსნაზე და შემდეგ საბოტაჟს ახორციელებდა. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის სპეციალური დავალებებით ელჩმა ედმონ მარუქიანმა კომენტარი გააკეთა რა საკითხზე, რომ „ერევანი შლის საკომუნიკაციო არხების, ასევე ზანგეზურის დერეფნის გახსნას“.

„ზანგეზურის დერეფანი“, რომელზეც ჰაჯიევი (აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე – რედ.) საუბრობს, არ არსებობს, ილჰამ ალიევიც კი (აზერბაიჯანის პრეზიდენტი – რედ.) აღიარებს, რომ 9 ნოემბრის ტექსტში ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. მათ მოიტანეს ეს ხელოვნური ნარატივი. ,,რაც შეეხება რეგიონული კომუნიკაციების გახსნას, სომხეთი, რომელიც 30 წელია უკანონო ბლოკადაში იმყოფება, დაინტერესებულია გახსნას ის მხარეთა უფლებამოსილების, სუვერენიტეტის ფარგლებში, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპების საფუძველზე“,- ხაზი გაუსვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button