სერჟ თანკიანის და მყ-ის სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრის ონლაინ შესრულება ვიდეოში მყ-ის ალყის შესახებ
სერჟ თანკიანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა მყ-ის ალყის შესახებ Traveling Doctor’s of Armenia-ის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ამერიკელი სომეხი მუსიკოსიც მონაწილეობს. თანკიანი წარმოგიდგენთ სიმღერის Distant Thing შესრულებას არცახის სახელმწიფო ჯაზ ორკესტრთან ონლაინ თანამშრომლობით (ორკესტრი არის არცახიდან, თანკიანი ლოს ანჯელესიდან).
„სომხები უნდა გავერთიანდეთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს და-ძმებს მყ-ში, – ამბობს მუსიკოსი, – რაც მყ-ში ხდება, ადამიანური კატასტროფაა, რაც ხდება – ეთნიკური განადგურება, გენოციდი. ეს ეხება არა მარტო სომხებს, არამედ მთელ მსოფლიოს, რადგან ეს არის გენოციდი“.
ვიდეოში როზა ლინი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ერიკ ჰაკოფიანი ასევე საუბრობენ აზერბაიჯანის მიერ მყ-ის უკანონო და არაადამიანურ ბლოკადაზე. ასევე გამოვლენ მომღერლები მყ-დან – არტურ ხაჩენცი და ლიოკა.
მყ-ის სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრის მიერ მისი სიმღერის Hallelujah-ის შესრულებაზე როზა ლინი ამბობს: „გიგზავნით უსაზღვრო სიყვარულს და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ვიცხოვრებთ მშვიდობიანად“.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ კლიპზე სერჟ თანკიანი წერს: „მსოფლიოდან სხვადასხვა არტისტების მუსიკალური წარმოდგენებით ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყურადღებას მყ-ის უკანონო ბლოკადაზე და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ დაეხმაროს მის შეჩერებას“.