მთავარიპოლიტიკა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჰუმანიტარული დახმარება გადაიტანა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით

18 სექტემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მთიან ყარაბაღში საჭიროების მქონე ადამიანებს ფქვილი და მნიშვნელოვანი სამედიცინო მასალები გადასცა ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შესაძლებელი გახდა „დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით, რათა მიღწეულიყო ჰუმანიტარული კონსენსუსი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის“.

„ჩვენ ძალიან გვანუგეშებს ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჰუმანიტარულ დახმარებას ელის, საბოლოოდ მიიღებს საჭირო დახმარებას უახლოეს დღეებში. სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ სამედიცინო აღჭურვილობა. ხალხი საათობით დგას პურის რიგში. მათ სჭირდებათ მდგრადი დახმარება რეგულარული ჰუმანიტარული მიწოდებით. ამ კონსენსუსმა საშუალება მისცა ჩვენს გუნდებს განაახლონ ეს სიცოცხლის გადამრჩენი სამუშაო“, – აღნიშნა არიანე ბაუერმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი  აწარმოებდა მოლაპარაკებებს “გადაწყვეტილების მიმღებებთან” ბოლო კვირებში, განიხილავდა რეგიონისთვის დახმარების მიწოდების ვარიანტებს სხვადასხვა მარშრუტით, მათ შორის ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის ჩათვლით.

„ორშაბათის ოპერაცია მოიცავს ორ სატვირთო მანქანას, რომლებიც ერთდროულად აწვდიდნენ საქონელს ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება უწყვეტი იქნება.

”იმედი მაქვს, რომ ეს კონსენსუსი საშუალებას მისცემს ჩვენს კრიტიკულ ჰუმანიტარულ კოლონებს განაახლონ მიწოდება არა მხოლოდ დღეს, არამედ უახლოეს კვირებში, რათა რეგულარულად მივაწოდოთ დახმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება ნეიტრალიტეტის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა არიანე ბაუერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button