პოლიტიკა

ბაქო-თბილისის მარშრუტით ფრენის განმახორციელებელ თვითმფრინავს არ სჭირდება მყ-ის საჰაერო საზღვრებთან მიახლოება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება აბსოლუტური სიცრუეა

19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა მესამე ცრუ შეტყობინება  იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა 18 სექტემბერს 20:28 საათიდან 20:34 საათამდე ზეწოლა განახორციელეს ბაქო-თბილისის მარშრუტზე მფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავის GPS მდებარეობის განმსაზღვრელ სისტემაზე.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არის აბსოლუტური სიცრუე. აღნიშნულ მარშრუტზე ფრენის განმახორციელებელ თვითმფრინავს არა თუ არ სჭირდება მყ-ის რესპუბლიკის საჰაერო საზღვრების გადაკვეთა, არამედ მათთან მიახლოებაც კი.

მსგავსი ცრუ განცხადებების პერიოდული გავრცელებით აზერბაიჯანი მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და  საინფორმაციო ბაზის  მომზადებას მორიგი პროვოკაციისთვის“, – ნათქვამია მყ-ის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მყ-ის თავდაცვის სამინისტრო იხსენებს, რომ 2020წ საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ სწორედ აზერბაიჯანულ მხარეს მუდმივად მიზანში ჰქონდა ამოღებული მყ-ის რესპუბლიკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ბლოკავდა ლაჩინის დერეფანს, აფერხებდა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებას და თრგუნავდა ინტერნეტსა და მობილურ კომუნიკაციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button