მთავარიპოლიტიკა

ბერძორის დერეფნით, გორის-სტეფანაკერტის გზატკეცილის გავლით სტეფანაკერტში დაახლოებით 23 ტონა ფქვილი გადაიტანეს. შტაბი

18 სექტემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სტეფანაკერტის ოფისსა და არცახში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი რუსული სამხედრო ჯგუფის სარდლობასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბერძორის დერეფნით გორის-სტეფანაკერტის გზატკეცილით სტეფანაკერტში გადაიტანეს დაახლოებით 23 ტონა სომხური წარმოების ფქვილი,  აკნა-სტეფანაკერტის გზით კი უცხო ქვეყნების (რუსული, შვეიცარიული) წარმოების სამედიცინო და ჰიგიენური საჭიროებები, რომელიც ექსპერტიზის შემდეგ გადაეცემა შესაბამის განყოფილებებს და გამოიყენება საჭიროებისამებრ. ამის შესახებ NEWS.am-ს აუწყეს არცახის საინფორმაციო შტაბიდან.

„ასევე გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღეში რუსეთის ქალაქ როსტოვიდან იმავე მიმართულებით კვლავ იგეგმება ტვირთების გადაზიდვა წითელი ჯვრის საერტაშორისო კომიტეტის მანქანებით.

ნახეთ მეტი
Back to top button