მთავარიპოლიტიკა

დაბომბვის ხმები, აფეთქებები სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე სიმაღლეებზე – სტეფანაკერტში საჰაერო განგაშია (ვიდეო)

როგორც ვატყობდით, აზერბაიჯანი ბომბავს მთიან ყარაბაღს, მათ შორის სტეფანაკერტს. ქალაქში განგაშია გამოცხადებული. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობაც და ოფიციალური ბაქოც ავრცელებენ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბაქო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უწოდებს „ანტიტერორისტულ ოპერაციას“, რომლის მიზანს „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ განიხილავს და ხაზს უსვამს, რომ ოპერაციის შესახებ  ინფორმირებული იქნა  რუსი სამშვიდობოები და  რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო სროლით დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ისმის დაბომბვისა და საზენიტო ცეცხლის ხმები, აფეთქებები ჩანს სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე სიმაღლეებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button