მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

19 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალური დისკუსიების ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიცინოვიჩ ბურიჩმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო ესკალაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.   „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭომ გაავრცელა.

„ვწუხვარ, რომ უდანაშაულო, დაუცველი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც უკვე განიცდიან მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს რეგიონში, კიდევ ერთხელ განიცდიან ძალის გამოყენების ტრაგედიას.  ამის შეგუება შეუძლებელია. მე მოვუწოდე აზერბაიჯანს სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. იარაღის დაყრის, დეესკალაციის და დიალოგის დაწყების დრო დადგა“, – განაცხადა მან.

ეკ  გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ მხოლოდ ყველა მხარის დიალოგმა შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი მშვიდობა.

აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო მზადაა მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, რათა უზრუნველყოს ყველა, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებების სრული რეალიზება.

ნახეთ მეტი
Back to top button