იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კულტურულ-ისტორიული ძეგლების საკითხი

10-25 სექტემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში იმართება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე გაფართოებული სესია, რომელშიც ასევე მონაწილეობს სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის სამმართველოს უფროსი, 1972წ. კულტურული და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის კოორდინატორი ჰარუტიუნ ვანიანი.

სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა, ჰარუთიუნ ვანიანმა სომხური დელეგაციის სახელით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანი მუდმივად პოლიტიზირებს რა იუნესკოს კულტურულ პლატფორმას, უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს უყენებს სომხეთს და ეს ქცევა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ღირებულებებსა და პრინციპებს.
სრ წარმომადგენელმა ასევე გააპროტესტა აზერბაიჯანის წინადადება მთიან ყარაბაღში აზოხისა და ვერინ თაღერის მღვიმეების აზერბაიჯანის წინასწარ სიაში შეტანის შესახებ.

სომხეთის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წინასწარ სიაში დასარეგისტრირებელი მღვიმეები მდებარეობს მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში, რომელიც 2020 წ. აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად მოექცა ამ უკანასკნელის კონტროლის ქვეშ. მას შემდეგ აზერბაიჯანმა დაიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კულტურული გენოციდი მთიან ყარაბაღში ათასწლოვანი სომხური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, კულტურული ძეგლების განადგურების, სომხური იდენტობის შეურაცხყოფისა და უზურპაციის მრავალი დოკუმენტირებული შემთხვევით. ჰადრუთის რაიონის სოფელ მოხრენესში ახლახანს დანგრეული წმინდა სარგისის ეკლესიის სატელიტური ფოტოები, სხვათა შორის, აზერბაიჯანის მხრიდან არამარტო სომხური კულტურული მემკვიდრეობის, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელიც 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით აზერბაიჯანს ავალდებულებს „გაიღოს ყველა საჭირო ზომა სომხური კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ეკლესიებისა და სხვა სალოცავი ადგილების, ძეგლების, ღირსშესანიშნაობების, სასაფლაოებისა და არტეფაქტების წინააღმდეგ ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის აღკვეთასა და დასჯას“, უგულებელყოფის ნათელი მაგალითია.

ასევე ციტირებულ იქნა ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 10 მარტს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ორგანიზაცია გმობს აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და აზერბაიჯანში სომხური სიძულვილის გავრცელებისთვის.
ჰარუთიუნ ვანიანმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე აზერბაიჯანი უარს ამბობს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიისთვის წვდომის უფლებაზე, რათა განახორციელოს ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა შესთავაზა 2020 წლის ნოემბერში, როგორც რეგიონის მემკვიდრეობის ეფექტური დაცვის წინაპირობა. 2022 წლის 12 დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღის არაადამიანურ ბლოკადასთან ერთად, აზერბაიჯანის ეს ქმედებები მოწმობს გენოციდურ განზრახვაზე ძირძველი სომეხი მოსახლეობის განადგურებისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის ყოველგვარი კვალის წაშლის შესახებ.

ასევე ხაზი გაესვა იუნესკოს მისიის განლაგების გადაუდებელ აუცილებლობას და სომხეთის მზადყოფნას ითანამშრომლოს იუნესკოსთან ამ საკითხზე.