აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ახალი ომი წამოიწყო. ამის შესახებ ამერიკელმა ჟურნალისტმა ნილ ჰაუერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. “ბევრი ვიდეო ასახავს სტეფანაკერტის დაბომბვას”, – თქვა მან.
ანალიტიკოსი მიქაელ ჰოროვიცი იუწყება, რომ აზერბაიჯანული მხარე იყენებს კამიკაძე დრონებს (სავარაუდოდ ისრაელის Harop-ს).