
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს მიაწოდა მთიან ყარაბაღში ტექნიკის ყველა პოზიციისა და ადგილმდებარეობის კოორდინატები და ახდენს აღნიშნული ადგილების დატოვებას. აზერბაიჯანმა კი მასიური დაბომბვა დაიწყო.
როგორც ვიუწყებოდით, აზერბაიჯანმა ოფიციალურად გამოაცხადა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დაწყება. მთიანი ყარაბაღის სხვადასხვა ქალაქში: სტეფანაკერტში, ასკერანში, მარტუნში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აზერბაიჯანი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ამ მიმართულებით.