საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

საფრანგეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებას მძიმე იარაღის გამოყენებით, მათ შორის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ, ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ათასობით სამოქალაქო პირს, რომლებმაც უკვე განიცადეს უკანონო ბლოკადა თვეების განმავლობაში. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს მოლაპარაკების გზით მოგვარების მიღწევას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა და პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ჩაითვლება ერთპიროვნულად პასუხისმგებელი მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედზე.
„საფრანგეთი ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას. ის მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს ძლიერი პასუხი ამ მიუღებელ თავდასხმაზე, რომელიც შეესაბამება იმ საფრთხეებს, რომლებიც მას უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.