სპორტი
სპერციანი: 15 მილიონ ევროდ გალიცკი ჩემს ტრანსფერს დაამტკიცებს

რუსული “კრასნოდარის” და სომხეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ედუარდ სპერციანმა განაცხადა, თუ რა თანხის სანაცვლოდ დაამტკიცებს კრასნოდარის კლუბის მფლობელი სერგეი გალიცკი მის ტრანსფერს.
„ვფიქრობ, რომ გალიცკი ჩემს ტრანსფერს დაახლოებით 15 მილიონ ევროს შემთხვევაში დაამტკიცებს. ვფიქრობ, ის ასე ფიქრობს. ალბათ მეც ასე ვფიქრობ. ჩემმა მომავალმა კლუბმა ევროთასებზე უნდა ითამაშოს“, – განუცხადა სპერციანმა Nobel ის YouTube არხს.
მიმდინარე სეზონში ედუარდ სპერციანმა “კრასნოდარში” 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.