პოლიტიკა

ფაშინიანმა და მაკრონმა ხაზი გაუსვეს მთიან ყარაბაღში დეესკალაციის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.

„განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძალის გამოყენების დაუშვებლობას და დეესკალაციისთვის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აცნობა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საფრანგეთი იწყებს სასწრაფო სხდომას გაეროს უშიშროების საბჭოში“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button