პოლიტიკა

ამერიკელი ჯარისკაცები სომხეთში სომხურ სამხედროებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაასრულებენ

ამერიკელი ჯარისკაცები სომეხ სამხედროებთან ერთობლივ წვრთნებს სომხეთში ოთხშაბათს დაასრულებენ, როგორც დაგეგმილია, ისე, რომ გავლენა არ მოახდინონ აზერბაიჯანის მიერ დიდი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე, იტყობინება Reuters ამერიკელ სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

მისი თქმით, 10-დღიან Eagle Partner 2023 წვრთნებში, რომელშიც 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მონაწილეობდა, ცვლილებები არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა სამშაბათს მთიან ყარაბაღში  ე.წ. „ანტიტერორისტული“ ოპერაცია დაიწყო.

ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი (აზერბაიჯანელები – რედ.) ატარებდნენ ოპერაციებს, მაგრამ არ ჩავთვლით, რომ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ჯარისკაცებს და ამიტომაც დარჩნენ წვრთნების დროს“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button