აზერბაიჯანის რესპუბლიკამ 19 სექტემბრიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა თიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან შეხების მთელ ხაზზე, მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით, იუწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციის მთავარი დეპარტამენტი.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასახულია მთიანი ყარაბაღის დაყოფა და მის სიცოცხლისუნარიანობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით.
სამწუხაროდ, დანაკარგები და დაჭრილები აქვს მთიანი ყარაბაღის მხარესაც, ზოგიერთ რაიონში მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების სამხედრო პოზიციებზე შეჭრა, რამდენიმე სიმაღლისა და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლის დაწესება.
შექმნილ ვითარებაში არასაკმარისია საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებები ომის შეჩერებისა და სიტუაციის მოგვარების მიმართულებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“.