საზოგადოება
რა მდგომარეობაა ამ წუთებში სტეფანაკერტში – ადგილობრივის მონათხრობი (ვიდეო)

სტეფანაკერტის მიდამოებში დაბომბვა და სროლა შეწყდა. ამის შესახებ “Armenpress”-თან საუბარში სტეფანაკერტში მცხოვრებმა გაიანე გევორგიანმა განაცხადა, რომ 13:00 საათის შემდეგ აფეთქების და სროლის ხმა არ ისმოდა.
„ამ დროისთვის ხალხი ჯერ კიდევ ვერ ბედავს თავშესაფრების დატოვებას, მხოლოდ მათი ნაწილი დგას გარეთ, ასე ვთქვათ სუფთა ჰაერის შესასუნთქად“, – დასძინა გევორგიანმა.
მან ასევე თქვა, რომ 19 სექტემბერს საღამოს მათ სახლთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა და საბედნიეროდ მათი გადარჩენა შეძლეს. დაზიანდა მხოლოდ სახლი, რის შემდეგაც ბავშვებთან ერთად სხვა კერძო სახლის შედარებით უსაფრთხო სარდაფს შეაფარეს თავი.