პოლიტიკა

სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მირზოიანი ბორელს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს.

„ლაპარაკი იყო აზერბაიჯანის განზრახვებზე მთიან ყარაბაღში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და აშკარად მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სამშობლოს ჩამორთმევას. საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“, – წერს მირზოიანი სოციალურ მედიაში X-ის გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button