მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მოხსენიება ტექსტში, რომელსაც კავშირი არ აქვს სომხეთთან ამართლებს ჩემს ჰიპოთეზას –  ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის  მოხსენიება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექსტში, რომელსაც კავშირი არ აქვს სომხეთთან, ამართლებს ჰიპოთეზას, რომ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანია სომხეთის ჩათრევა სამხედრო ქმედებებში.

“Armenpress”-ის  ცნობით, ასეთი პოზიცია ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში გამოთქვა.

ტექსტში ნახსენებია სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და საუბარია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ. თუმცა სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2021 წლის აგვისტოდან სომხეთს არ ყოლია  ჯარი მთიან ყარაბაღში.

„სომხეთის რესპუბლიკის  სახელის მოხსენიება ტექსტში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სომხეთის რესპუბლიკასთან, ამართლებს ჩემს გუშინდელ ჰიპოთეზას, მიდგომას და შეფასებას, რომ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანია სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ოპერაციებში ჩათრევა.  რა თქმა უნდა, ჩემთვის შეფასება არის ის, რომ თუ შესაძლებელი იყო სომხეთის სამხედრო ოპერაციებში ჩართვა, მისი ღრმა სამიზნე უნდა ყოფილიყო სომხეთის  დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან დასძინა  ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ახდენენ მომხდარის შეფასებას  და გააგრძელებენ მოვლენებისთვის  თვალყურის დევნებას.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი  არის ის, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლება იცხოვრონ საკუთარ სახლებში, უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციამ.

ნახეთ მეტი
Back to top button