მთავარიპოლიტიკა

2021 წელი აგვისტოდან სომხეთს მთიან ყარაბაღში არ ჰყავს ჯარი – ფაშინიანი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, მთიან ყარაბაღში არმია არ გვყოლია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ მთიანი ყარაბაღის  ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

სომხეთი არ მონაწილეობდა ამ ტექსტის ფორმირებაში, არ ყოფილა დისკუსიის მხარე. ტექსტში ნახსენებია სომხეთის  შეიარაღებული ძალები. საუბარია მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილ დანაყოფებზე. ეს ფაქტი ჩვენთვის არც ისე გასაგებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოდან მთიან ყარაბაღში სომხეთს არ ჰყოლია  ჯარი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ განცხადებას და მის მიღებას მთიანი ყარაბაღის  ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი არანაირად არ მონაწილეობდა რუსეთის სამშვიდობო მისიასთან შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის ტექსტის ფორმირებაში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცანით ტექსტს და რადგან სრ  ამ ტექსტის ფორმირებაში არანაირად არ მონაწილეობდა და არ იყო დისკუსიის მხარე, პირველი გასათვალისწინებელია ის, რომ სომხეთი და სომხეთის რესპუბლიკის დანარჩენი შეიარაღებული ძალები ნახსენებია ტექსტში. ეს ფაქტი ჩვენთვის გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც არაერთხელ გვითქვამს, რომ 2021 წლის აგვისტოდან მთიან ყარაბაღში სომხეთს  არ ჰყავს ჯარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ განცხადებას და მის მიღებას მთიანი ყარაბაღის  ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button