პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალიევის პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს

შეერთებულმა შტატებმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და დაუყონებლივ დახმარება გაუწიოს მთიანი ყარაბაღის სომხებს. „Armenpress“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატი რობერტ მენენდესმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„წუხელ მე ველაპარაკე ჩემი შეშფოთების შესახებ სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, მხედველობაში მქონდა აზერბაიჯანის ჯარების პოზიციონირება საზღვარზე და მათი განგრძობითი აგრესია, რის შესახებაც მე გავაფრთხილე გასულ კვირას მოსმენის დროს.
ჩვენ ალიევს პასუხისმგებლობა უნდა მივაწოდოთ და დაუყოვნებელი დახმარება გავუწიოთ მთიანი ყარაბაღის სომხებს“, – წერს მენენდესი.