
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. როგორც “Armenpress”-ი იუწყება, მიშელმა ამის შესახებ X სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
„დღეს დილით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, რათა დავრწმუნდე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად დაცულია და აზერბაიჯანი ავლენს უსაფრთხო და ღირსეულ დამოკიდებულებას ყარაბაღის სომხების მიმართ. მათი უფლებები და უსაფრთხოება საიმედოდ უნდა იყოს გარანტირებული. აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, – წერს ის.