პოლიტიკა

საფრანგეთი აფრთხილებს აზერბაიჯანს, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი  ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს

საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომხრეა პრობლემის  მოლაპარაკებებით გადაწყვეტისა,  რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებას იცხოვრონ მშვიდობიანად, მათი ისტორიისა და კულტურის პატივისცემით, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ უკრაინის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სესიის წინ.

“ეს გარანტია არ შეიძლება იყოს ძალადობი  შედეგი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მთიანი ყარაბაღის ხალხის ბედზე პასუხისმგებლად აზერბაიჯანს მივიჩნევთ“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ ვიქნებით ძალიან ფხიზლად, და თვალყურს ვადევნებთ, რომ შექმნილი სიტუაცია აზერბაიჯანმა არ გამოყენოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვის ქვეშ დასაყენებლად“, – განაცხადა მინისტრმა კოლონამ.

ნახეთ მეტი
Back to top button