
სომხეთში დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 21 სექტემბერს აღინიშნება. ის სომხეთის ერთ-ერთი სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაულია.
1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთის სსრ დაიშალა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო, სომხეთის რესპუბლიკა. 1991 წლის 21 სექტემბერს სომეხმა ხალხმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა სსრკ-დან გასვლას. 1991 წლის ნოემბერში ლევონ ტერ-პეტროსიანი აირჩიეს სომხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.
1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ). სომხეთმა სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა იმავე წლის 26 დეკემბერს, სსრკ-ს დაშლის შედეგად.