პოლიტიკა

არა მგონია, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ჯარების წარუმატებლობაზე  –  ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სომხეთს თავისი წილი პასუხისმგებლობას ეკისრება, თუმცა, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ჯარების წარუმატებლობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ამის შესახებ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრემიერმა შენიშნა, რომ რუსულ პრესაში ბევრია საუბარი იმაზე, თუ როგორ ცდილობს სომხეთის რესპუბლიკა რუსეთს დააბრალოს წარუმატებლობა.

„ჩვენ არავის არ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ჩვენს წარუმატებლობაზე. არსებობს 2020 წლის 9 ნოემბრის მკაფიო სამმხრივი განცხადება, სადაც ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა ყოფილიყო რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ, რუსეთის სამშვიდობო ძალებს უნდა გაეკონტროლებინათ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. და ჩვენ მუდმივად დავიწყეთ საკითხის წამოწევა 1,5 წლის წინ, რომ პროცესები არ მიდის სწორი გზით. ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება, თუმცა, მეორე მხრივ, არ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დავხუჭოთ თვალი იმ წარუმატებლობებზე, რაც რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ჰქონდათ მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა თქვა, რომ გასულ წელს რუსეთის სამშვიდობო ჯარების წარმომადგენლებმა დაარწმუნეს მარტაკერტის მკვიდრნი, წაიყვანეს მინდორზე, უსაფრთხოების გარანტია მისცეს,  უთხრეს, რომ მათ შეეძლო ტრაქტორით ველის ხვნა, მაგრამ აზერბაიჯანელმა სნაიპერმა მოკლა ტრაქტორის მძღოლი. მის გვერდით მშვიდობისმყოფელი იჯდა. პრემიერის თქმით, მათ უბრალოდ არ სურდათ ბევრირამის გამჟღავნება.

„რატომ მოხდა ეს უკანასკნელი შეტაკება? თუ სამშვიდობოები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რატომ ვერ შეთანხმდნენ თავდასხმამდე, რომ მთიან ყარაბაღზე თავდასხმა არ მომხდარიყო? ამაზე ხომ ყველა აშფოთებდა, ჩვენც ვამბობდით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკით არის გარშემორტყმული. რატომ არ განხორციელდა მაშინ ეს შუამავლობა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button