პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებსა და ფრონტის ხაზზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ X-ის მიკრობლოგზე პოსტი გაავრცელა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში და სოფელ სოთქთან ფრონტის ხაზზე, რათა მოეხსენებინათ ნებისმიერი სამხედრო და უსაფრთხოების განვითარებული მოვლენები ადგილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მანდატისადმი და სიტუაციის დასტაბილებაში წვლილისთვის“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

20 თებერვლიდან სომხეთში 2 წლიანი მანდატით განლაგდა 100 კაციანი ევროპული მისია.

ნახეთ მეტი
Back to top button