მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის ქვედანაყოფები აგრძელებენ დარჩენას იმ ადგილებში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის დროს იმყოფებოდნენ   –  ფაშინიანი

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები კვლავ რჩებიან იმ ადგილზე, სადაც ცეცხლის შეწყვეტის დროს იმყოფებოდნენ

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  პირდაპირ ეთერში მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ცეცხლის შეწყვეტის დამყარების მომენტიდან, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კვლავ რჩებიან იმ ადგილებში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის დამყარების დროს იმყოფებოდნენ. იგივე ეხება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აცნობა, რომ 21 სექტემბერს, სამწუხაროდ, ინციდენტი მოხდა სტეფანაკერტთან. ზოგადად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია, აქა-იქ არის გარკვეული დარღვევები.

ნახეთ მეტი
Back to top button