ის, რაც არცახში ხდება, ნამდვილი ტრაგედიაა – არმან თათოიანი

ის, რაც არცახში ხდება, ნამდვილი ტრაგედიაა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფონდ „თათოიანის“ ხელმძღვანელი, სომხეთის ყოფილი ომბუდსმენი არმან თათოიანი წერს.
მან აღნიშნა: „ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გაასახლეს საკუთარი სახლებიდან და დასახლებებიდან თითქმის 9 თვიანი ალყისა და იძულებითი შიმშილის შემდეგ.
ხალხი დაკარგულია, ვერ პოულობენ შვილებს, მშობლებს, ნათესავებს, არ იციან ცოცხლები არიან თუ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოკლეს. ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირები შეწყვეტილია, გზები არ ფუნქციონირებს.
არცახის მოსახლეობა, ქანცგაცლილი, მოკლებულია ყოველგვარი ქონებას, სახლებს, არ აქვს კავშირი, ელექტროენერგია, გაზი, იძულებულია ღამე გაატაროს ქუჩებსა და სარდაფებში .
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ასევე მოკლეს და დაჭრეს ქალები, ბავშვები და მოხუცები.
ეს ყველაფერი 9 თვიანი ალყის შემდეგ და ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, გარდა 120000 ეთნიკური სომეხის გენოციდისა. ეს არის აზერბაიჯანის მთავრობის გამიზნული პოლიტიკა, დანაშაულებრივი ქმედებების ერთობლივი ჯაჭვი“.