მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დამყარება არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთის სამხედრო ოპერაციებში ჩათრევის საკითხი აზერბაიჯანის დღის წესრიგში აღარ  დგას  – პრემიერ მინისტრი

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დამყარება არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთის სამხედრო ოპერაციებში ჩათრევის  საკითხი აღარ დგას აზერბაიჯანის დღის წესრიგში, და ეს მისი მიზანი არ არის.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრემიერმა შეახსენა, რომ მთიან ყარაბაღზე თავდასხმის ჯერ კიდევ პირველი დღეს ითქვა, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანია სომხეთის სამხედრო ოპერაციებში ჩართვა.

„ეს ასევე მიზნად ისახავს სომხეთში ქაოსის შექმნას. ის ფაქტი, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა დამყარდა, არ ნიშნავს იმას, რომ რომ სომხეთის სამხედრო ოპერაციებში ჩათრევის  საკითხი აღარ დგას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთს  არ მიუღია მონაწილეობა მთიან ყარაბაღში დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის პირობების მოლაპარაკებებში და არ იყო ამ ტექსტის პირობების განხილვის მხარე.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ მონაწილეობა არ მიგვიღია. მე გამოვხატე ჩემი გაოცება იმის შესახებ, რომ  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  სომხეთის რესპუბლიკამ უნდა გაიყვანოს ჯარი მთიანი ყარაბაღიდან, მაშინ როცა სომხეთის რესპუბლიკას ჯარი მთიან ყარაბაღში არ ჰყავს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button