სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ევროკავშირი მზად არის ზომების მისაღებად – ბორელი

მთიანი ყარაბაღიდან მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გასახლებას სამხედრო თუ სხვა გზით, ევროკავშირის მხრიდან მძაფრ რეაქცია ოჰყვება, ევროკავშირი მზადაა სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
ამის შესახებ „Armenpress“-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებაში გაამახვილა ყურადღება.
„ევროკავშირი გმობს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებს მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ და გამოხატავს მწუხარებას ამ ესკალაციის შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთა და დაღუპულთა გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა ცნობად მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განცხადება. ევროკავშირი მოელის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ და სრულ შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას.
„ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყონებლივ და შეუფერხებლად დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა გაჭირვებულ მოსახლეობაზე, მათ შორის, ლაჩინის დერეფნის სრული გახსნის გზით, საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის თებერვლისა და ივლისის გადაწყვეტილებების შესაბამისად. ჰუმანიტარულ აქტორებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მოქმედება. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს ბაქოს და ყარაბაღის სომხებს დაუყოვნებლივ ჩაერთონ ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე დიალოგში“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის უფლება იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინების, ტერორისა და დისკრიმინაციის გარეშე.
„სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შემთხვევაში სამხედრო თუ სხვა საშუალებებით, ევროკავშირისგან მტკიცე პასუხი მოჰყვება. ევროკავშირი მზადაა სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები“, – აღიშნა ბორელმა.