პოლიტიკა

TRT-ის მიერ ერდოღანისთვის მიკუთვნებული ფორმულირება ნიკოლ ფაშინიანთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას

მცდარია ფორმულირება, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიაწერს თურქულ ტელეარხ TRT-ის რუსულენოვან ტელეგრამ არხი, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იცოდა აზერბაიჯანის დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების შესახებ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

ერდოღანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია აშშ-ში მოქმედი  „თურქული სახლის“ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, თურქულ  “საბაჰ”-ზე დაყრდნობით,  აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, ერდოღანმა კონკრეტულად განაცხადა:

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაშინიანის მონაწილეობა ჩემი ფიცის დადების ცერემონიაში მნიშვნელოვანი იყო. ამისათვის ჩვენ უკვე მოვახსენეთ  მადლობა მას. ამ ბოლო მოვლენას არანაირი კავშირი არ აქვს ფაშინიანთან და სომხეთის სახელმწიფოსთან. ეს დაკავშირებულია ყარაბაღში სომეხი ბოევიკების გარკვეულ ჯგუფთან. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მცდელობა ფაშინიანისა და აზერბაიჯანის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. აზერბაიჯანი ამ მოვლენას „ნაჯახის ჩარტყმად“ მიიჩნევს.  

ნახეთ მეტი
Back to top button