საზოგადოება
აზერბაიჯანი ახორციელებს საინფორმაციო ტერორიზმს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ – არცახის ომუდსმენი

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის თანამშრომლები იღებენ არაერთ შემზარავ ინფორმაციას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აზერბაიჯანული საინფორმაციო ტერორიზმის შესახებ.
„აზერბაიჯანული ტელეგრამ არხები მოუწოდებენ იპოვონ დაკარგული ადამიანები მოკლან, აწამონ და გააუპატიურონ, სანაცვლოდ კი ფულს სთავაზობენ. დაკარგულთა ბევრი ახლობელი, რომლებიც უკვე ფსიქოლოგიურად დაუცველ მდგომარეობაში იმყოფება უჩივიან, რომ აზერბაიჯანი მათ ატერორებს და ზარებითა და მესიჯებით ემუქრება.
ეს არის სომხური სიძულვილისა და ეთნიკური სიძულვილის მორიგი გამოვლინება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ ექნება უსაფრთხოების გარანტია, თუკი იგი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება“, – ნათქვამია არცახის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის X მიკრობლოგში.