პოლიტიკა
მაკრონი: რუსეთი გაერთიანებულია აზერბაიჯანთან – საფრანგეთი მხარს დაუჭერს სომხეთის მოსახლეობას

რუსეთი გაერთიანებულია აზერბაიჯანთან. საფრანგეთი მხარს დაუჭერს სომხეთის მოსახლეობას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია TF-1-ის ეთერში განაცხადა.
მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს.
მისი თქმით, საფრანგეთი მაქსიმალური ყურადღებით ადევნებს თვალს, რათა სომხეთმა შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.