საზოგადოება

მსოფლიოვ, აი აზერბაიჯანი, რომელსაც შენ მხარს უჭერდი, მიუხედავად გენოციდის შესახებ გაფრთხილებისა   –  ლემკინის ინსტიტუტი

ბავშვების თავის მოკვეთის და უფროსი ასაკის ბიჭებისა და მამაკაცების ქალებისა და ბავშვებისგან განცალკევების  ისტორიები შემოგვდის  არცახიდან. ამის შესახებ ნათქვამია ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ასეა. აზერბაიჯანი ყოველთვის ამ დონის ბარბაროსობით ეპყრობოდა სომხებს, განსაკუთრებით 2016, 2020 და 2022 წლებში  ომების დროს. იმ ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც არ მალავენ შინაგან სიძულვილს სომხების მიმართ.

ასეთი ბარბაროსობები გენოციდის დროსაც იყო გავრცელებული. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა, მაგალითად, როდესაც სერბეთის ჯარებმა დაიკავეს სრებრენიცა 1995 წელს. (კიდევ ერთი გენოციდი, რასაც ხელი შეუწყო დასავლეთის ყოყმანმა). ბავშვებს თავები მოკვეთეს, მამაკაცებსა და უფროსი ასაკის  ბიჭებს შურისძიების მიზნით გამოყოფდნენ. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაუპატიურებას, კრიმინალები ძალით და სიძულვილით მთვრალი იყვნენ.

მსოფლიოვ, აი, აზერბაიჯანი, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ და გაამართლეთ, მიუხედავად გენოციდის ექსპერტებისა და გენოციდის პრევენციით დაკავებული ორგანიზაციების მრავალი გაფრთხილებისა. ჩვენ გვესმის, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, ირანის მტერი, შუა აზიისკენ მიმავალი გზა, მაგრამ  ღირდა ეს ყველაფერი, რომ სული გაგეყიდათ  და მთელი ერისთვის გეღალატათ? Რათქმაუნდა, არა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ აქ ვართ.

არასოდეს დავივიწყოთ მსოფლიო ლიდერების სიხარბე, სიმხდალე და (ზოგიერთ შემთხვევაში) ბოროტება, რომლებიც 2020 წლიდან ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანი არის რაღაც სხვა, და არა  ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც სჩადის გენოციდს.

არასოდეს დავივიწყოთ გენოციდი და ეს დანაშაული“, – ნათქვამია ლემკინის ინსტიტუტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button