სიუნიქის უსაფრთხოება – ირანის უსაფრთხოების საკითხია

ცოტა ხნის წინ კაპანში სომხურ-ირანული კონფერენცია „სიუნიქი ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო პერსპექტივის კონტექსტში“ გაიმართა. რა თემებზე და საკითხებზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა?
ბერძორი: ბერდი, სევანი: სევადას ტბა, სიუნიქი: სისაქანი, კაპანი: კაფანი. ასეა წარმოდგენილი სომხური ადგილების სახელები XVI-XVII საუკუნეების ირანელი და ოსმალეთის მეცნიერთა შრომებში. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა კარენ ხანლარიმ კაპანის კონფერენციაზე განაცხადა.
კაპანის თემის ხელმძღვანელი გევორგ სპარსიანი კონფერენციას სახელწოდებით „სიუნიქი ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო პერსპექტივის კონტექსტში“ უპრეცედენტოდ მიიჩნევს არა მხოლოდ მეცნიერულად, არამედ პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ორ ხალხს შორის მეგობრობის გაძლიერების კუთხით.

„იწურება მიმდინარე არცახის ომის მე-3 წელი, სადაც მოწამეობრივად დაიღუპნენ ღირსეული სომხები მათ შორის 228 სიუნიკიდან, მათგან 50 კაპანის თემიდან. ომის შემდეგ სომხეთი, განსაკუთრებით სიუნიქი, ახალ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ჩვენ მრავალი გამოწვევისა და პასუხგაუცემელი კითხვების წინაშე ვდგავართ. აზერბაიჯანის ტერიტორიული ამბიციები სიუნიქის მიმართ თავიდანვე მიუღებელია. ზანგეზურის დერეფნის გახსნა, რომელიც არასოდეს არსებობდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე მიუღებელია. აზერბაიჯანის მოჩვენებითი გეგმები სიუნიქში დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელების შესახებ მიუღებელია. სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძლიერი მეგობარი, ირანის ისლამური რესპუბლიკა ეთანხმება სომეხ ხალხს“.
კაპანში ირანის გენერალურმა კონსულმა, პარლამენტის წევრებმა, 20-მდე ირანელმა და სომეხმა მეცნიერმა წარმოადგინეს ისტორიული ფაქტები და მომავლის ხედვა, რომლებიც დაკავშირებულია ორი ქვეყნის მეგობრობასთან, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებთან.

დერეფანთა ომი – კონფერენციის მონაწილეებმა ასეთი შეფასება მისცეს სომხეთსა და არცახში შექმნილ ვითარებას. აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემის მიერ „ზანგეზურის დერეფნის“ ფორმულირება არ არის ნახიჩევანთან კავშირის დაცვა, არამედ სულ სხვა დანიშნულება აქვს, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორმა გევორგ სტეპანიანმა.
„მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ არცახის ტერიტორიის ანექსიის შემდეგ აზერბაიჯანი ნიადაგს მოამზადებს სიუნიქის ოკუპაციისთვის. მიზანი, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ სიუნიქის აღება და პანთურქული გეგმით ნახიჯევანთან სახმელეთო კავშირის დამყარება, არამედ ირანის წინააღმდეგ აგრესიული ოპერაციების სამხედრო პლატფორმად აქცევა არცახ-სიუნიქ-ნახიჯევანში“.
თუ გატარდება ისეთი პოლიტიკა, რომელიც არღვევს ირან-სომხეთის საზღვარს, მაშინ ჩვენ წინააღმდეგი გავხდებით, – აცხადებს ირანის გენერალური კონსული კაპანში ვარამინ მორთეზა აბედი და ციტირებს ირანის ოფიციალურ თვალსაზრისს.
„ასეთი არასტაბილური სიტუაციები საზიანოა რეგიონში მშვიდობისთვის. მიგვაჩნია, რომ რეგიონის ქვეყნების რუქებმა ცვლილებები არ უნდა განიცადოს და ამას არ დავუშვებთ. ეს საერთაშორისო კონფერენცია კაპანის მუნიციპალიტეტისა და ირანული მხარის ერთობლივი ზრუნვის შედეგად განხორციელდა. გათვალისწინებული იყო სიუნიქის მნიშვნელობა როგორც სომხეთისთვის, ასევე ირანისთვის“.
ირანი ცდილობს მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ ინტეგრაციას, მაგრამ გენერალური კონსულის თქმით, ზოგიერთი ძალა, რეგიონალური ზესახელმწიფოები ცდილობენ დაძაბულობის პროვოცირებას, ცივი ომის ხედვით სამყაროს პოლუსებად დაყოფას, რაც რეტროგრესული მიდგომაა და ზიანს აყენებს უსაფრთხო ცხოვრებას ხალხთა შორის, -დარწმუნებულია ირანის კონსული.
„თქვენ იცით, რომ ირანიდან შავი ზღვისკენ მიმავალი გზა რომელი რეგიონის გავლით მიემართება. აქ ყოველდღიურად უამრავი სატვირთო მანქანა გადის. ირანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამ დროისთვის საქონლის ბრუნვა 700 მლნ დოლარია და ვცდილობთ მისი 3 მილიარდამდე გაზრდას. თუ რეგიონი უსაფრთხოდ არ ჩაითვლება, მაშინ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება“.
8-საათიან კონფერენციაზე განიხილეს სომხეთ-ირანული თანამშრომლობის შემდგომი კურსი სიუნიქში, როგორც აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემის საპირწონე, ასევე სიუნიქის როლი ირან-სომხეთის დერეფნის გაძლიერებაში.