სომხეთი იცავს შეთანხმებებს, მათ შორის გზების გახსნასთან დაკავშირებით

სომხეთი არასოდეს დათანხმდა და არც დათანხმდება რაიმე ექსტრატერიტორიულ ან დერეფნულ ლოგიკას. ამის შესახებ ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა „არსენპრესის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას ხაზი გაუსვა.
– ბატონო სანოსიან, თურქეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ბოლო დროს უფრო ხშირად საუბრობენ ე.წ. “ზანგეზურის დერეფანზე”. როგორ განმარტავთ ამას და შეიცვალა თუ არა სომხეთის პოზიცია ბოლო მოვლენების შემდეგ?
– სომხეთი არასოდეს დათანხმდება რაიმე ექსტრატერიტორიულ ან დერეფნულ ლოგიკას და არც დათანხმდება. მეორე მხრივ, ჩვენ ერთგული ვართ მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებებისადმი. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისს ბრიუსელში გაიმართა, კიდევ ერთხელ დადასტურდა შემდეგი შეთანხმებები.
სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად 29,8 და 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია განხორციელდება 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე.
რეგიონული კომუნიკაციები უნდა განიბლოკოს მხარეთა სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ორმხრივობის პრინციპების საფუძველზე.
ეს შეთანხმებები საჯაროა და შეხვედრის ბოლოს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოაცხადა. ამ შეთანხმების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკა არა მხოლოდ მზად არის კომუნიკაციების განბლოკვისთვის, არამედ სურს, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში შედის.