მთავარიპოლიტიკა

სომხეთს  არასოდეს უღალატია თავისი  მოკავშირეებისთვის  –  ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთის რესპუბლიკას არასოდეს მიუტოვებია თავისი ალიანსის ვალდებულებები და არასოდეს უღალატია თავის მოკავშირეებს“.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სისტემებმა და მოკავშირეებმა, რომლებზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვეყრდნობოდით, ამოცანად დაისახეს წარმოაჩინონ ჩვენი დაუცველი მხარეები და დაასაბუთონ, რომ სომეხ ხალხს არ შეუძლია  დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

მეტიც, ასეთ პოლიტიკას 2018 წელთან არანაირი კავშირი არ აქვს. სომხეთში მომხდარი სახალხო, არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციით დაარსებულ მთავრობასთან.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს პატივი სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის,  სუვერენიტეტის, დემოკრატიის, საგარეო და შიდა უსაფრთხოების გაძლიერების გადაწყვეტილებას.  

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გამოხატოს ურყევი მხარდაჭერა სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის მიმართ.

აუცილებელია სომხეთის რესპუბლიკის  გარე და შიდა უსაფრთხოების ინსტრუმენტების ტრანსფორმაცია და გამდიდრება, ყველა პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიც მზად არიან ურთიერთსასარგებლო ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button