
დღეს მე ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, სადაც გამოვხატე შეშფოთება მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა X (ყოფილი “ტვიტერი”) მიკრობლოგში დაწერა და განაგრძო:
„აშშ გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას სომხეთის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა მან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან.